„თბილისობა“ მინსკში: ხინკალი, ცეკვა და სელფი აჭარულ ხაჭაპურთან...

გამოწერა

მინსკელების ფოტოებმა, რომლებზეც ხაჭაპური, ჩურჩხელა და ტყემალი იყო აღბეჭდილი, გასულ უქმეებზე სოციალური ქსელი დაიპყრო. Sputnik-ი მინსკში გამართული „თბილისობის“ დღესასწაულის ამსახველ ვიდეოკადრებს გთავაზობთ.

მინსკში ქართული კულტურის ფესტივალი „თბილისობა“ მეორედ გაიმართა. ორგანიზატორებმა პირობა დადეს, რომ ზაფხულის ბოლო უქმეებზე ადგილობრივებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს თბილისსა და ბათუმში სტუმრობა, საშუალება ექნებოდათ გასცნობოდნენ საქართველოს კულტურასა და ქართული სამზარეულოს ტრადიციებს, იუწყება სააგენტო „Sputnik ბელარუსი“.

სანამ ახალბედები ქართულ სამზარეულოს ეცნობოდნენ, საქართველოს თაყვანისმცემლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოს ტრადიციების ცოდნაში გამართულ კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა,  გამარჯვებულთათვის ჯილდო ხინკლის მომზადებაში მასტერ–კლასის გავლა იყო.

ყველა გასართობი ელემენტი, რომელიც მინსკელებს შესთავაზეს, უფასო იყო: შესაძლებელი იყო ჩაქუჩის დარტყმით სამახსოვრო მონეტის დამზადება, ან თიხისგან ტრადიციული ქართული ფიალის გამოძერწვა, ან უბრალოდ ცეკვა. სცენაზე ქართველი შემსრულებლები გამოვიდნენ, ასე რომ, ცეკვა და მუსიკა საკმარისი იყო…

ფესტივალზე დაიწურა ღვინოც, რაშიც წვლილი სილამაზის კონკურსის მონაწილეებმა დაიდეს. მინსკში „თბილისობა“ სასიამოვნო გარემოში ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0