საქართველოში საკუთარი ოჯახების გამოკვების მიზნით ათობით ათასი ქართველი ქალი სამუშაოდ თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში მიდის, სადაც უმეტესად მძიმე სამუშაოს თანხმდება.
ქართველი ქალები უცხოეთში მუშაობენ ძიძებად, დამლაგებლებად, მომვლელებად… ისინი თითოეულ თეთრს იზოგავენ, რათა უფრო მეტი თანხა გამოაგზავნონ სამშობლოში. მამაკაცები კი… მამაკაცებს დრო სჭირდებათ, რომ დროის ცვლილების ფონზე საკუთარი თავი იპოვონ.