მასმედია: აფეთქების მომზადებაში ბრალდებული თანხას თურქეთიდან ელოდებოდა

© photo: Sputnikაშშ დოლარი
აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ კვირაში საქართველოში იმ გაზსადენის აფეთქების მცდელობა აღკვეთეს, რომლითაც რუსეთიდან ბუნებრივი აირი სომხეთს მიეწოდება.

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის აფეთქებაში ერთ-ერთი ბრალდებული ბექა ბექაური, სავარაუდოდ, თურქეთიდან 50 ათასი აშშ დოლარის გადმორიცხვას ელოდებოდა, იუწყება გაზეთი „კვირის პალიტრა“ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმატორის ჩვენებაზე დაყრდნობით.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 22 აგვისტოს განაცხადა, რომ აღკვეთა ტერორისტული აქტი და დააკავა შვიდი ადამიანი, მათ შორის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.

დაკავებულები გაზსადენის აფეთქებას აპირებდნენ, რომლითაც რუსეთიდან ბუნებრივი აირი სომხეთს მიეწოდება. დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

დაკავება - Sputnik საქართველო
გაზსადენის აფეთქების მცდელობაში ბრალდებულმა ერთმა პირმა დანაშაული აღიარა

„საუბრის დროს ვკითხე, თუ ვის შეკვეთას ასრულებდა და ვისგან ფინანსდებოდა. ბექაურმა ამ კითხვაზე დაულაგებელი პასუხი გამცა, თუმცა დააკონკრეტა, რომ ელოდებოდა საზღვარგარეთიდან 50 ათას დოლარს და, როგორც საუბრისას წამოსცდა, სავარაუდოდ, თურქეთის რესპუბლიკიდან. ვისგან მოდიოდა შეკვეთა, ამაზე ბექაურმა კონკრეტული პასუხი არ გამცა“, — განაცხადა ინფორმატორმა, წერს „კვირის პალიტრა“.

სტატიაში მოცემულია ბექაურის ჩვენებებიც, რომელმაც განაცხადა, რომ მას ასაფეთქებელი ნივთიერებების სამალავი ჰქონდა და დაკავების დღეს იარაღი მანქანით გადაჰქონდა, თუმცა რისთვის, ამის დაკონკრეტებაზე უარი განაცხადა.

ამასთან სუს-ის ინფორმატორი აცხადებს, რომ ბექაურის გარდა საქმის კიდევ ერთ მონაწილეს — ვლადიმერ რუხაძეს იცნობდა, რომელიც სამხედრო კონფლიქტის დროს უკრაინაში იმყოფებოდა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მსურველ მამაკაცებს კრებდა.

ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: სააკაშვილს გაზსადენის აფეთქების მომზადების კოორდინირება შეეძლო

მანამდე სუს-ში განაცხადეს, რომ ჯგუფის ერთი მონაწილე ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა მისი ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავეს.

ვლადიმერ რუხაძე ბრალს არ აღიარებს და მან წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ შიმშილობა დაიწყო.

სუს-ის ვერსიით, ჯგუფი გეგმავდა სოფელ საგურამოსთან მდინარე არაგვის გასწვრივ მდებარე გაზსადენის ღია მონაკვეთის აფეთქებას. ამისთვის ისინი 20 აგვისტოს ტყეში გაემგზავრნენ, რომელიც სოფლების ჟინვალისა და შატილის შემაერთებელი გზის მახლობლად მდებარეობს, რათა სამალავიდან იარაღი წამოეღოთ.

პირველი სასამართლო მოსმენა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს არის დანიშნული.

ყველა ახალი ამბავი
0