როგორი და… თურმე ძალიან საინტერესო და, ზოგ შემთხვევაში, საოცრად ლამაზიც.
ვიდეოში ნაჩვენებია, როგორი ხედი ექნებოდა თანამედროვე ქალაქს მზის სისტემის სხვადასხვა პლანეტების ფონზე: სატურნის, ნეპტუნის, იუპიტერისა თუ სხვ.
იმისთვის, რომ გაიაზროთ, რატომ გამოჩნდებოდა ესა თუ ის პლანეტა დედამიწიდან სწორედ ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები, მათ შესახებ მოკლე ინფორმაციას შეგახსენებთ:
მარსი: „წითელი პლანეტა“, მზიდან დაშორებულია 1.5 ასტრონომიული ერთეულით, რადიუსი — 3 386 კმ (თითქმის დედამიწის ნახევარი).
ვენერა: ასე ვთქვათ, ურჩი პლანეტა, ვინაიდან საკუთარი ღერძის ირგვლივ უკუღმა — აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ბრუნავს; მზიდან დაშორებულია 0.7 ასტრონომიული ერთეულით, ზომით დაახლოებით დედამიწის ტოლია.
ნეპტუნი: მზიდან დაშორებულია დაახლოებით 30 ასტრონომიული ერთეულით, მზის სისტემაში ყველაზე შორეული გიგანტი.
ურანი: მზიდან დაშორებულია 19.6 ასტრონომიული ერთეულით, დედამიწაზე 14-ჯერ მასიურია და უმსუბუქესია გარე პლანეტებს შორის. ისიც ვენერას მსგავსად უკუღმა, ანუ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და თანაც „მხარზე წამოწოლილი“ უვლის გარშემო.
სატურნი: მზიდან დაშორებულია 9.5 ასტრონომიული ერთეულით, ცნობილია თავისი ამოუცნობი და ულამაზესი რგოლური სისტემით.
იუპიტერი: მზიდან დაშორებულია 5.2 ასტრონომიული ერთეულით, დედამიწაზე 318-ჯერ მასიურია, ხოლო ყველა პლანეტის მასა ერთად რომ ავიღოთ, ამ გიგანტის მასა მაინც 2.5-ჯერ მეტი იქნება.