ბიონსეს MTV Video Music Awards 2016-ის ჯილდო გადაეცა

© photo: Sputnik / გრიგორი სისოევი / გადასვლა მედიაბანკშიBeyonce
Beyonce - Sputnik საქართველო
გამოწერა
„წლის ვიდეოს“ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში ბიონსეს გარდა წარდგენილები იყვნენ ადელი კლიპით Hello, დრეიკი — Hotline Bling, ჯასტინ ბიბერი — Sorry და რეპერი კანიე უესტი — Famous.

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ვიდეოკლიპმა კომპოზიციისთვის Formation მომღერალ ბიონსეს MTV Video Music Awards 2016-ის ჯილდო მოუტანა, დაჯილდოების ცერემონიის ტრანსლირება ტელეარხ MTV-ზე მიმდინარეობდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

გამარჯვებულმა „მთვარის ადამიანის“ მცირე ქანდაკება მიიღო. ეს არის ასტრონავტის სტილიზებული ფიგურა, რომელსაც ხელთ MTV-ს დროშა უპყრია. ბიონსემ მადლობა პირველ რიგში მეუღლეს ჯეი ზისა და ოთხი წლის ქალიშვილს გადაუხადა.

„წლის ვიდეოს“ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში ბიონსეს გარდა წარდგენილები იყვნენ ადელი კლიპით Hello, დრეიკი — Hotline Bling, ჯასტინ ბიბერი — Sorry და რეპერი კანიე უესტი — Famous.

ბიონსემ კიდევ ერთი პრიზი მიიღო ნომინაციაში „შემსრულებლის საუკეთესო ვიდეო“ კომპოზიციისთვის Hold Up. ეს ჯილდო მას რიოს ოლიმპიადის მონაწილე ოთხმა ამერიკელმა ტანმოვარჯიშე გოგონამ გადასცა საკუთარი ხელით.

ყველა ახალი ამბავი
0