თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აგვისტოს ბოლომდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო სექტემბერის დასაწყისში ტემპერატურა ნელ-ნელა დაიკლებს, განაცხადეს გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
30 აგვისტო
დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია სეტყვაც. ქარის სიჩქარე დასავლეთში წამში 10-15 მეტრი იქნება, ხოლო აღმოსავლეთში — 9-14 მეტრი.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 20-25 გრადუსი, ხოლო დღისით — 32-37. მაღალ მთაში ღამით იქნება 11-16, ხოლო დღისით — 27-32 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 19-24 გრადუსი, ხოლო დღისით — 31-36 გრადუსი იქნება; მაღალ მთაში ღამით — 10-15, დღისით — 23-28 გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრს მიაღწევს. ღამით ჰაერის ტემპერატურა 24, ხოლო დღისით — 34 გრადუსი იქნება.
31 აგვისტო
დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამით, ხოლო მთელ ტერიტორიაზე — ზოგიერთ რაიონში — მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვაც. ქარის სიჩქარე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე წამში 10-15 მეტრი იქნება, ზოგიერთ რაიონში შეიძლება 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 19-24 გრადუსი, ხოლო დღისით — 25-30 სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება 10-15, ხოლო დღისით — 21-26 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 18-23 გრადუსი, ხოლო დღისით — 30-35 გრადუსი სითბო იქნება; მაღალ მთაში ღამით — 9-14, დღისით — 21-26 გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ღამით ჰაერის ტემპერატურა 22, ხოლო დღისით — 35 გრადუსი სითბო იქნება.
1 სექტემბერი
წვიმა ელჭექით მოსალოდნელია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის, თბილისში შეიძლება 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 17-22 გრადუსი, ხოლო დღისით — 22-27 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება 8-13, ხოლო დღისით — 18-23 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 17-22 გრადუსი, ხოლო დღისით — 28-33 გრადუსი იქნება; მაღალ მთაში ღამით — 8-13, დღისით — 17-22 გრადუსი.
თბილისში ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ღამით იქნება 21, ხოლო დღისით — 31 გრადუსი სითბო.