სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელი დიპლომატების ოჯახებს თურქეთის დატოვებას ურჩევს

© photo: Sputnik / Руслан Кривобок / გადასვლა მედიაბანკშიანკარა
ანკარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკულ უწყებაში თვლიან, რომ თურქეთში ტერორისტული ჯგუფებიდან მომდინარე საფრთხე ყველგან არსებობს, პირველ რიგში ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
თბილისი, 29 აგვისტო— Sputnik. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გასულ კვირას უსაფრთხოების სფეროში არასტაბილურ სიტუაციასთან დაკავშირებით თურქეთში აშშ-ს საელჩოსა და გენერალური საკონსულოს დიპლომატთა ოჯახების წევრების ნებაყოფლობითი გამგზავრების სია გაზარდა, უწყებაზე დაყრდნობით იუწყება РИА Новости.
„23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე სახელმწიფო დეპარტამენტმა გაზარდა ანკარაში ამერიკულ საელჩოში და სტამბულში ამერიკულ განარალურ საკონსულოში მივლენილ თანამშრომელთა ოჯახების წევრთა ნებაყოფლობით წამსვლელთა რიცხვი“,-ნათქვამია  სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ასეთი გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო „თურქეთის მთელს ტერიტორიაზე ამერიკელი მოქალაქეებისათვის  ტერორისტული ჯგუფებიდან მომდინარე  გაზრდილ საფრთხეებთან დაკავშირებით“. ამერიკელებს  განსაკუთრებით მოუწოდებენ თავი შეიკავონ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში გამგზავრებისგან.

ყველა ახალი ამბავი
0