თბილისი. 29 აგვისტო— Sputnik. ერევანში აშშ-ს მოთხოვნით დაკავებული რუსეთის მოქალაქე სერგეი მირონოვი განთავისუფლებულია. რუსეთის დიპლომატისა და ადვოკატის თანხლებით მან დატოვა სასამართლოს შენობა, გადმოსცემს РИА Новости-ს კორესპონდენტი. სასამართლოს შენობასთან მირინოვს ელოდებოდა მანქანა დიპლომატიური ნომრებით.
„ახლა საუბარი არ შემიძლია, ძალიან მშია“,-უთხრა მირონოვმა РИА Новости-ს.
ადრე იუწყებოდნენ, რომ სომხეთში აშშ-ს მოთხოვნით დაკავებულია იარაღის ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 30 წლის მოსკოველი სერგეი მირონოვი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.
РИА Новости-სთან ინტერვიუში კომპანია „სინეზისის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მირონოვი არის საწარმოს მოსკოვის ოფისის თანამშრომელი. დაკავებულის ადვოკატმა კარენ ნერსესიანმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქე ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებასა და სამხედრო ტექნოლოგიების უკანონო გადაცემაში.