პირველად საქართველოში — შოუ Fight Nights

გამოწერა
პორტალი Sputnik-ი საქართველოში ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერი გახლდათ.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ურეკის საკონცერტო კომპლექსში „ბლექ სი არენა“ საქართველოში პირველად გაიმართა შოუ Fight Nights, რომელშიც სპორტსმენებმა შერეულ ორთაბრძოლებში ოსტატობა წარმოადგინეს. ღონისძიებაში ცხრა ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ: საქართველოდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, საბერძნეთიდან, ავსტრიიდან და ირანიდან. 

ცხრა ორთაბრძოლიდან რვაში, სხვადასხვა წონით კატეგორიებში, ქართველმა სპორტსმენებმა გაიმარჯვეს. მათ შორის, პაატა რობაქიძემ, რომელიც შერეული ორთაბრძოლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი ოსტატია. მან უზბეკი სეროჟიდინ ესანბაევი დამარცხა.

© FB/Fight Nights Georgiaდავიდ ხაჩატურიანი
დავიდ ხაჩატურიანი - Sputnik საქართველო
დავიდ ხაჩატურიანი

საღამოს უმთავრეს ბრძოლაში ერთმანეთს სომეხი დავიდ ხაჩატურიანი და ავსტრიელი ვილჰელმ ოტი დაუპირისპირდნენ. ეს ერთადერთი შეხვედრა იყო, რომელმაც სამ რაუნდს გასტანა. ბრძოლა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. საბოლოოდ, მსაჯთა გადაწყვეტილებით, გამარჯვება ხაჩატურიანს ერგო.

შოუს მუსიკალურ გაფორმებაზე კომპანია „სანო სტუდიომ“ იზრუნა, მაყურებლის წინაშე ქართული როკ-ჯგუფი „მძიმე ჯვარი“ წარსდგა.

პორტალი Sputnik-ი საქართველოში ღონისძიების საინფორმაციო  მხარდამჭერი გახლდათ. წლის ბოლომდე Fight Nights კიდევ ერთ გრანდიოზულ შოუს შესთავაზებს მაყურებელს.

შერეული ორთაბრძოლები, რომლებიც Fight Nights-ის ეგიდით ტარდება, ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში და პირდაპირი ტრანსლაციებისას ერთ მილიონამდე მაყურებელს უყრის თავს.

Fight Nights-ის ტურნირების წესები შერეულ ორთაბრძოლებში რუსეთში მიღებულ წესებს ეფუძნება. ამერიკული წესებისგან ის იმით განსხვავდება, რომ აკრძალულია იდაყვებით დარტყმა. ორთაბრძოლები ხუთ-ხუთ წუთიან ორ ან სამ რაუნდად გრძელდება — სტატუსიდან გამომდინარე. რაც შეეხება მთავარ ბრძოლას, ის ყოველთვის სამრაუნდიანია.

ყველა ახალი ამბავი
0