აშშ სამხედრო-საზღვაო ფლოტს 2,7 მლრდ დოლარად ღირებული წყალქვეშა ნავი გადაეცა

© photo: Sputnik / Vitaly Anikov / გადასვლა მედიაბანკშიწყალქვეშა ნავი
წყალქვეშა ნავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სუბმარინის მწყობრში გასვლის დღედ 29 ოქტომბერია დანიშნული.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. გემთმშენებელმა საწარმო General Dynamics Electric Boat-მა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტს ახალი წყალქვეშა ნავი გადასცა, რომლის აგებაც 2,7 მლრდ დოლარი დაჯდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости „ასოშეიტედ პრესზე“ დაყრდნობით.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, სუბმარინი თითქმის 5 წელიწადნახევარი შენდებოდა.

ახალ სუბმარინს USS Illinois ერქმევა ამერიკის პრეზიდენტის მეუღლის, მიშელ ობამას მშობლიური შტატის პატივსაცემად. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის პირველი ქალბატონი თვალყურს მიადევნებს ეკიპაჟის ცხოვრებასა და წყალქვეშა ნავის მუშაობას.

სუბმარინის მწყობრში გასვლის დღედ 29 ოქტომბერია დანიშნული.

ყველა ახალი ამბავი
0