მედვედევმა თურქეთში ჩარტერული ფრენები კვლავ დაუშვა

© RIA Novosti . ნატალია სელივერსტოვაათათურქის სახელობის აეროპორტი სტამბოლში
ათათურქის სახელობის აეროპორტი სტამბოლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის ავიაკომპანიებს უკვე დაუგზავნეს შეტყობინებები.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. რუსეთი აუქმებს თურქეთის მიმართულების ჩარტერულ ფრენებზე აკრძალვას, შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა უკვე მოაწერა ხელი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

„მიღებულ იქნას დამატებითი ზომები სატრანსპორტო (საავიაციო)  უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თურქეთის რესპუბლიკასთან რეგულარული საჰერო მიმოსვლისას“, — ნათქვამია დადგენილებაში, რომელიც მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

შეგახსენებთ: პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, თურქეთთან ურთიერთობების გაუარესების გამო, რაც რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას მოჰყვა, რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით ყველა რეისი გაუქმებული იყო. 

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის ავიაკომპანიებს უკვე დაუგზავნეს შეტყობინებები.

ყველა ახალი ამბავი
0