სტოკჰოლმში წყლის მსოფლიო კვირეული დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსტოკჰოლმი
სტოკჰოლმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტოკჰოლმის წყლის ინსტიტუტის მონაცემებით, წყლის ცუდი ხარისხის გამო მსოფლიოში, დიარეის გამო, ყოველდღიურად ათასამდე ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი იღუპება.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. წყლის მსოფლიო კვირეული, რომელიც 1991 წლიდან აღინიშნება, სტოკჰოლმში 28 აგვისტოს დაიწყება და 2 სექტემბრამდე გასტანს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „РИА Новости“ კვირეულის ორგანიზატორ სტოკჰოლმის წყლის საერთაშორისო ინსტიტუტზე დაყრდნობით. 

წელს დისკუსიებისა და სემინარების მონაწილეები ყურადღებას განსაკუთრებით გაამახვილებენ წყლის რესურსებსა და მათ როლზე მდგრადი განვითარების საქმეში.

კვირეული, როგორც წესი, ასზე მეტი ქვეყნის სამთავრობო ორგანიზაციების, საქმიანი და სამეცნიერო წრეების 2-დან 3 ათასამდე წარმომადგენელს უყრის თავს.

 წყლის ხარისხის ახალი სტანდარტი - Sputnik საქართველო
წყლის ხარისხის ახალი სტანდარტი

პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე საზეიმო პუნქტი — ეს წყლის საერთაშორისო პრემიის გადაცემაა, რომლის მფლობელიც წელს ამერიკელი მკვლევარი, მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი ჯოან როუზი გახდა. იგი წყლის მიკრობიოლოგიის კვლევაში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია.

სტოკჰოლმის წყლის ინსტიტუტის მონაცემებით, წყლის ცუდი ხარისხის გამო მსოფლიოში, დიარეის გამო, ყოველდღიურად ათასამდე ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი იღუპება.

დაჯილდოების ცერემონია 31 აგვისტოს შედგება. შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავი პირადად გადასცემს ჯოან როუზს ბროლის სკულპტურასა და 150 ათასი დოლარის ღირებულების საპრიზო ჩეკს.

სტოკჰოლმის პრემიის ფონდი 1990 წელს დაარსდა და 1991 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად გადაეცემა მეცნიერებსა და სამეცნიერო ორგანიზაციებს მსოფლიოს წყლის რესურსების, ეკოსისტემისა და სიცოცხლის შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0