თეთნულდის სამთო–სათხილამურო განვითარების ახალი ფაზა იწყება

გამოწერა
საქართველოში ახალი, თეთნულდის სამთო–სათხილამურო კურორტი შენდება, სადაც სამხრეთ კავკასიაში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა იფუნქციონირებს.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. სვანეთში, თეთნულდის სამთო კურორტის განვითარების მეორე ფაზის რეალიზებისას, უახლესი ინფრასტრუქტურის შექმნა იგეგმება.

თეთნულდში სათხილამურო სეზონი 6–7 თვე გრძელდება, მაგრამ ტურისტებს ის მთელი წელი მიიღებს.

© საქართველოს მთავრობასამთო–სათხილამურო კურორტი თეთნულდი. საბაგირო გზა
სამთო–სათხილამურო კურორტი თეთნულდი. საბაგირო გზა - Sputnik საქართველო
სამთო–სათხილამურო კურორტი თეთნულდი. საბაგირო გზა

კურორტის მშენებლობის პირველი ფაზა 2016 წლის იანვარში დასრულდა. საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ უკვე დანიშნა ახალი ავტობუსის მარშრუტი – თეთნულდი–მესტია,რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება.

კურორტ თეთნულდის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. მისი ღირებულებაა 100 მლნ ლარი. პროექტს, ფრანგი კოლეგების მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობა აფინანსებს. თეთნულდის სათხილამურო ტრასა კავკასიაში ყველა გრძელი – 9,5 კილომეტრი სიგრძის იქნება. შემდეგ სეზონზე ტრასების რაოდენობა ერთიდან ოთხამდე გაიზრდება.

© საქართველოს მთავრობასამთო–სათხილამურო კურორტი თეთნულდი. მოთხილამურეები
სამთო–სათხილამურო კურორტი თეთნულდი. მოთხილამურეები - Sputnik საქართველო
სამთო–სათხილამურო კურორტი თეთნულდი. მოთხილამურეები

სახელმწიფო, საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, კურორტ თეთნულდის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნაში აქტიურ ჩართვას აპირებს. თეთნულდში იქნება რამდენიმე სასტუმრო, გასართობი ცენტრი, სპორტსკოლა, სავარაუდოდ, სავაჭრო ცენტრი და ამბულატორია.

იგეგმება გზის მშენებლობა რამდენიმე გვირაბით, რომელიც ქუთაისსა და თეთნულდს დააკავშირებს.

© საქართველოს მთავრობასამთო–სათხილამურო კურორტი თეთნულდი
სამთო–სათხილამურო კურორტი თეთნულდი - Sputnik საქართველო
სამთო–სათხილამურო კურორტი თეთნულდი

მთის კურორტების განვითარების კომპანია, თეთნულდში ინფრასტრუქტურის უფრო ეფექტიანი მართვისთვის, შექმნის სპეციალურ შპს–ს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შპს–ს პარლამენტის ამჟამინდელი დეპუტატი, გამოცდილი სპორტსმენი და რეჟისორი, საერთაშორისო გამოცდილების მქონე სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.


ყველა ახალი ამბავი
0