აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

© photo: Sputnik / Murad Orujovელმარ მამედიაროვი
ელმარ მამედიაროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრი ერთდღიანი ვიზიტის მსვლელობისას საქართველოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდება.

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი 29 აგვისტოს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი–გრუზია“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურზე დაყრდნობით. 

ვიზიტის ფარგლებში მამედიაროვი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და თავის ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძესთან.

შეხვედრებზე მხარეები საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე იმსჯელებენ.

გარდა ამისა, ელმარ მამედიაროვი თბილისში, გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს ყვავილებით შეამკობს და ეწვევა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის მემორიალს.


ყველა ახალი ამბავი
0