თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

© FB/ Tbilisi City Court Officialთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორმა მამაკაცმა სასამართლოს თავმჯდომარე ცემა და მკვლელობით დაემუქრა.

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. გიონიოში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეგიორგი მიქაუტაძე ცემეს, იუწყება საქართველოს შსს–ს პრეს–სამსახური.

ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მკვლელობის მუქარის ბრალდებით ორი პირი დააკავეს: 1970 წელს დაბადებული ტ. ხ. და 1969 წელს დაბადებული კ. ხ.

ინციდენტი 26 აგვისტოს მოხდა. სასამართლოში მომხდარის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

გამოძიება, სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს. (საქართველოს სსკ-ს 365-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ყველა ახალი ამბავი
0