ბათუმში მაშველები ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ

© FB/Visit Batumiბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიასაშუალებების ინფორმაციით, 26 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში ბავშვებთან ერთად შევიდა მიუხედავად იმისა, რომ ცურვა არ იცოდა.

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. ბათუმში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მეორე დღეა, ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, რომელიც ზღვაში შევიდა, მაგრამ ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო, განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი–გრუზიას“ საქართველოს შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრეს–სამსახურში.

ცნობა ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ, რომელიც, მედიასაშუალებების ინფორმაციით, 28 წლის იყო, სამაშველო სამსახურში პარასკევს, 22:00 სათზე შევიდა. ტელეკომპანია „რუსთავი2“ იუწყება, რომ ახალგაზრდამ ცურვა არ იცოდა, ის ზღვაში ბავშვებთან ერთად შევიდა. ბავშვებმა სანაპიროზე გამოსვლა მოახერხეს.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
იზორია: ქართველი სამხედროების გაუჩინარებაში დანაშაულის ნიშნები შეიმჩნევა

„შუაღამემდე მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები როგორც წყლის ქვეშ, ისე ზედაპირზე, მაგრამ წუხელ განვითარებული ქარიშხალისა და ძლიერი წვიმის გამო იძულებული ვიყავით, შეგვეწყვიტა სამუშაოები, რომელიც განვაახლეთ დღეს დილის 7 საათზე. ჩართულია სამი კატერი, რვა მაშველი და ოთხი მყვინთავი“, – განუცხადა ჟურნალისტებს აჭარის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, სააგენტოს პრეს–სამსახურში არ აზუსტებენ, დაკარგული ახალგაზრდა ადგილობრივი მცხოვრები იყო თუ დამსვენებელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0