თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საქართველოში უქმეებზე წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, განაცხადეს გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
27 აგვისტო
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 19-24, ხოლო დღისით — 28-33 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 10-15, ხოლო დღისით — 25-30 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 18-23, ხოლო დღისით — 30-35 გრადუსი; მაღალ მთაში ღამით — 8-13, დღისით — 23-28.
თბილისში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ღამით იქნება 21, ხოლო დღისით — 34 გრადუსი.
28 აგვისტო
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, ელჭექის დროს მოსალოდნელია ქარის გაძლიერება.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 18-23, ხოლო დღისით — 29-34 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 8-13, ხოლო დღისით — 25-30 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 17-22, ხოლო დღისით — 30-35 გრადუსი; მაღალ მთაში ღამით — 10-16, დღისით — 21-26.
თბილისში ღამით მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ღამით იქნება 21, ხოლო დღისით — 33 გრადუსი.
29 აგვისტო
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.
ღამით დასავლეთ საქართველოს ბარში იქნება 17-22, ხოლო დღისით — 30-35 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 8-13, ხოლო დღისით — 25-30 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 16-21, ხოლო დღისით — 30-35 გრადუსი; მაღალ მთაში ღამით — 9-14, დღისით — 22-27.
თბილისში ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ღამით იქნება 19, ხოლო დღისით — 34 გრადუსი.