რუს სამხედროებს სირიაში ხმის მიცემის საშუალებას მისცემენ

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკშიავიაბაზა სირიაში
ავიაბაზა სირიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაწყვეტილება სირიაში მყოფი რუსი სამხედროების მის მიცემის პროცედურაზე 18 სექტემბერს დაგეგმილი სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის, უახლოეს დღეებში იქნება მიღებული.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია რუსი სამხედროებისათვის ხმის მიცემის უზრუნველყოფა მოახდინოს. ივარაუდება, რომ საარჩევნო უბანი დამასკოში იქნება ორგანიზებული, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ცესკოს წევრმა ვასილი ლიხაჩოვმა აცნობა, იტყობინება „რია ნოვოსტი“. 

„ძალიან სერიოზული ოლქია, მაქსიმალურად სერიოზული იმ გეოგრაფიულ წერტილებში საზღვარგარეთ, სადაც რუსული სამხედრო კონტიგენტი იმყოფება. ეს არის სირია და ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვართ ხმის მიცემის პროცედურა უზრუნველვყოთ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ამ ხალხს, რომ სამშობლოს ისინი ახსოვს“, — თქვა ლიხაჩოვმა.

მან აღნიშნა, რომ ძირითადი დატვირთვა დამასკოში განთავსებულ საელჩოზე მოვა. სავარაუდოდ საარჩევნო უბანი იქ გაიხსნება. ლიხაჩოვმა ასევე დასძინა, რომ ცესკომ აქტიური მუშაობა დაიწყო რუსი სამხედროების კონტიგენტთან ტაჯიკეთში, სომხეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 18 სექტემბერს დაგეგმილი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით. 

მანამდე არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ სირიას პრობლემური ზონა უწოდა „ისლამური სახელმწიფოს“  და მათთან მებრძოლთა  ქმედებების გამო, არჩევნების ორგანიზების თვალსაზრისით. მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება როგორ იქნება ორგანიზებული სირიაში არჩევნები, მალე იქნება მიღებული. 

არჩევნები რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში 18 სექტემბერს იმართება შერეული სისტემით: დეპუტატთა ნახევარი ერთმანდატიანი ოლქებიდან აირჩევა, მეორე ნახევარი კი — პარტიული სიებით. რუსეთის საზღვრებს გარეთ, 145 სახელმწიფოში 371 საარჩევნო ოლქია შექმნილი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზღვარგარეთ მცხოვრები რუსი ამომრჩევლების რიცხვი 2 მილიონამდეა. 


ყველა ახალი ამბავი
0