ჩიტაძე: ბელორუსთან თანამშრომლობა ალბათ ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს

© photo: courtesy of Nika Chitadzeექსპერტი ნიკა ჩიტაძე
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და ბელარუსის სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურებმა ხუთშაბათს ხელის მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ ტერორიზმთან და დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. პოსტ —საბჭოთა ქვეყნებთან თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში  საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, განაცხადა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ Sputnik-თან საქართველოსა და ბელორუსს შორის გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმზე საუბრისას. 

„ბელორუსი საქართველოსთან ერთად საერთაშორისო ანტიტერორისტულ ოპერაციაში არ მონაწილეობს და ორ ქვეყანას შორის  თანამშრომლობა ალბათ უფრო ინფორმაციის ურთიერთ გაცვლაში შეიძლება გამოიხატოს", —მიაჩნია პოლიტიოლოგს. 

საქართველოს და ბელორუსის პრემიერ-მინისტრები - Sputnik საქართველო
საქართველო და ბელორუსი თანამშრომლობას აღრმავებენ
 

გავრცელებული ცნობით, შეთანხმება მიზნად ისახავს მხარეებს შორის  მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. 

„რა თქმა უნდა შესაძლებელია მოაწეროს ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს ორ ქვეყანას შორის, მაგრამ  ეს არ იქნება თანამშრომლობა საერთაშორისო ტერორიზმის საკითხებში, რადგან არ არის ისეთი შეხების წერილები ორ ქვეყანას შორის ინტენსიური თანამშრომლობის განსახორციელებლად, რადგან  საქართველო ავღანეთში ISAF მისიაში ნატოს ძალებთან ერთად  მონაწილეობს, ხოლო ბელორუსი  კი დასავლეთთან ამ მიმართულებით არ თანამშრომლობს“, — მიაჩნია პოლიტოლოგს.  

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს სუს-ის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა და ბელორუსიის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვალერი ვაკულჩიკმა.

ყველა ახალი ამბავი
0