პოლიციამ ქობულეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიდამნაშავის დაპატიმრება
დამნაშავის დაპატიმრება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის პოლიციელისა და ორი სხვა დაჭრილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე გახსნეს 25 აგვისტოს ქობულეთში მომხდარი მკვლელობა, იუწყება შს სამინისტროს პრესსამსახური.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ქობულეთის რაიონის სოფელ აჭიში, შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულმა ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრა 22 წლის ნ.გ., რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ამის გარდა, ბრალდებულმა ცივი იარაღით კიდევ სამი პირი დაჭრა, მათ შორის, პატრულ-ინსპექტორი მირიან ნოღაიდელი, რომელიც შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

შორიახლო მყოფმა ნოღაიდელმა ხმაური გაიგო და ვითარების გასარკვევად მივიდა ადგილზე.

„უიარაღო პატრულ-ინსპექტორი ა.ტ.-ს შეჩერებას შეეცადა, რა დროსაც იგი ხელის არეში დაიჭრა“, — წერია შს სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

ამ დროისთვის პოლიციელისა და ორი სხვა დაჭრილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).

 

ყველა ახალი ამბავი
0