თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ბათუმის ზღვისპირა პარკში გემის ფორმის წიგნის ბუდე დადგეს, დაწერა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
მსგავსი ბუდეები უკვე დგას თბილისში, „მზიურის“ პარკში და ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე. თბილისის გარდა სხვადასხვა ფორმის ბუდეები დაიდგა: ქუთაისში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში. თელავში იგეგმება თაროს დადგმა, რომელსაც ღვინის კასრის ფორმა ექნება.
„აჰა, ნახეთ რა მაგარია: ჩვენი საჩუქარი ბათუმის ბოტანიკურ ბაღს და ბათუმელებს, წიგნის გემი ზღვისპირა პარკში!“, — წერია კეკელიძის ფეისბუქგვერდზე.
წიგნის ბუდეების შევსება, ეროვნული ბიბლიოთეკის გარდა, სურვილის შემთხვევაში მოსახლეობასაც შეუძლია.
პროექტის მიზანი ქვეყნის მოსახლეობაში, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში წიგნის პოპულარიზაციაა.