ბორჯომის ხეობა გადასარჩენია ტყის გაჩეხვისგან

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბორჯომი
ბორჯომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბორჯომის ტყე ხეების უკანონო ჭრისგან არასაკმარისად არის დაცული, საინიციატივო ჯგუფი ხეების მოჭრაზე მორატორიუმის შემოღებას მოითხოვს.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მოსახლეობამ შექმნა პეტიცია მოთხოვნით, გამოცხადდეს მორატორიუმი ბორჯომის ხეობაში ხეების მოჭრაზე.

პეტიცია მიმართულია საქართველოს მთავარი პროკურატურისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსადმი და მას ხელი დაახლოებით 700-მა ადამიანმა უკვე მოაწერა.

პეტიციის ინიციატორი — დიზაინერი და არქიტექტორი ლელი შევჩენკო ირწმუნება, რომ ქვეყანას, იმ შემთხვევაში, თუ უმოკლეს ვადებში არ აიკრძალება ხეების გაჩეხვა ხეობაში, ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება.

„მეგობრებო, მოაწერეთ ხელი პეტიციას, რომ როგორმე შევაჩეროთ ხეების მოჭრა ბორჯომის ხეობაში. ეს ყველას ეხება!“ — აღნიშნავს ის მიმართვაში და დასძენს, რომ ბორჯომში ყოფნისას ის ძალიან შეაშფოთა მოჭრილი ხეების რაოდენობამ, გაშიშვლებულმა ფერდობებმა და საშინელმა სუნმა, რომელიც ტყიდან მოდის.

ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტი - Sputnik საქართველო
ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტი დასრულებულია

შევჩენკოს აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს მეწყრულ პროცესებს და დამანგრეველ წყალდიდობებს, როგორც ეს 2015 წლის ივნისში თბილისში მოხდა.

ბუნების დამცველები დარწმუნებული არიან, რომ ბორჯომის ტყე ხეების უკანონო მოჭრისგან არასაკმარისად არის დაცული და, შესაბამისად, ამ ტერიტორიებზე მდგომარეობა არ კონტროლდება.

შევჩენკომ ასევე აღნიშნა, რომ ინტენსიურად ბინძურდება ბორჯომის რაიონის მდინარეები და ტყეები.

„შანსი ჯერ კიდევ არის, მერე კი არ უნდა გაგვიკვირდეს, რატომ გაიზარდა სიკვდილიანობა და გახშირდა მძიმე დაავადებები მოზარდებსა და ბავშვებს შორის“, — აღნიშნავს მიმართვაში შევჩენკო.

ყველა ახალი ამბავი
0