იტალიაში მიწისძვრის ზონაში 215 ადამიანი გადაარჩინეს

© photo: Sputnik / Emiliano Grillottiნანგრევებიდან ადამიანები ამოჰყავთ
ნანგრევებიდან ადამიანები ამოჰყავთ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო ორი დღის განმავლობაში იტალიაში ორი დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. იტალიაში, დამანგრეველი მიწისძვრის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მიწისძვრა ოთხშაბათს გამთენიისას ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. იტალიის ეროვნული სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს 215 გადარჩენილი ადამიანი, განაცხადა რომში ბრიფინგზე სამსახურის უფროსმა ბრუნო ფრაზატიმ.

მან დააზუსტა, რომ200 ადამიანი გადარჩენილია რიეტის პროვინციაში და 15 — მარკეს ოლქის დასახლებულ პუნქტებში.

ფრაზატის განცხადებით, სტიქიის ზონაში ამჟამად სახანძრო სამსახურის 2027 თანამშრომელი მუშაობს. მათ განკარგულებაშია სპეციალური სახანძრო ტექნიკის 400 ერთეული.

ბოლო ორი დღის განმავლობაში იტალიაში ორი მძლავრი მიწისძვრა მოხდა. პირველი 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ პერუჯიდან სამხრეთ აღმოსავლეთში 24 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 3:36 საათზე მოხდა. 4,7 მაგნიტუდის მიწისძვრა ხუთსაბათს იტალიის ცენტრალურ რეგიონებში მოხდა. ნგრევები დაფიქსირდა სამ ოლქში: ლაციო, უმბრია და მარკე. სეისმოლოგების მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მიწისძვრის ზონაში დაახლოებით 500 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, აქედან 20-ზე მეტი ბიძგი დიდი და საშუალო ძალის იყო.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 241 ადამიანი, 264 დაშავებული საავადმყოფოებშია გადაყვანილი.



ყველა ახალი ამბავი
0