თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. მომთაბარეთა მსოფლიო თამაშებში მონაწილეობაზე თანხმობა 53 ქვეყნის ათასზე მეტმა სპორტსმენმა განაცხადა, იუწყება „Sputnik ყირგიზეთი“.
მომთაბარეთა მეორე მსოფლიო თამაშები ისიქ-ქოლის ტბაზე 3-8 სექტემბერს გაიმართება. პროგრამაშია საცხენოსნო რბოლები და შეჯიბრებები, ორთაბრძოლები, ეროვნული თამაშები, შეჯიბრებები მშვილდოსნობაში, ნადირობის ეროვნულ სახეობებში, ტრადიციული ინტელექტუალური თამაშები.
თავისი მონაწილეობა დაადასტურეს: აზერბაიჯანმა, არგენტინამ, სომხეთმა, ბანჰგლადეშმა, ბელარუსმა, ბენინმა, ბოტსვანამ, ბრაზილიამ, უნგრეთმა, გვატემალამ, გერმანიამ, საქართველომ, ზამბიამ, ზიმბაბვემ, ისრაელმა, ინდოეთმა, ინდონეზიამ, ირანმა, ისლანდიამ, იტალიამ, ყაზახეთმა, კანადამ, ჩინეთმა, კოლუმბიამ, კონგომ, მოლდოვამ, მონღოლეთმა, პაკისტანმა, ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, რუსეთმა, სერბეთმა, აშშ-მა, ჩეხეთმა, ფინეთმა, შვეიცარიამ და სხვა.