თბილისში ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო კონგრესი გაიმართება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში დერმატო-კოსმეტოლოგიის სფეროში ახალი მეთოდებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სპეციალისტები შეიკრიბებიან.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. თბილისში 15-16 სექტემბერს ესთეტიკური მედიცინის IV საერთაშორისო კონგრესი გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ღონისძიების მიზანია პროფესიული ჩვევების ამაღლება და ესთეტიკური მედიცინის სფეროში ბოლო მიღწევების გაცნობა.

ღონისძიების სტუმრები გაეცნობიან ახალ ტრენდებს, მეთოდებსა და ტექნოლოგიებს დერმატო-კოსმეტოლოგიაში, შეძლებენ მიიღონ პრაქტიკული რჩევები სპეციალისტებისგან, მიიღონ მონაწილეობა მასტერ-კლასებში, ასევენ დაათვალიერონ გამოფენა, სადაც ესთეტიკური მედიცინის სიახლეები იქნება წარმოდგენილი. 

ჰამაკი ზღვის ხედით - Sputnik საქართველო
გარუჯვა: სილამაზე ჯანმრთელობის ფასად

ღონისძიების ორგანიზატორია ესთეტიკური მედიცინის ქართული საზოგადოება, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დერმატო-ვენეროლოგიის კათედრა, დერმატო-ვენეროლოგების ქართული სამეცნიერო-პროფესიული საზოგადოება.

კონგრესს დაესწრებიან და მის ჩატარებაში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტი ოლგა პანოვა, უკრაინის ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტი ვლადიმირ ცეპკოლენკო და პოლონეთის ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტი ანჯეი იგნასიუკი.

ღონისძიება ესთეტიკური მედიცინის საზოგადოებების საერთაშორისო კავშირის მხარდაჭერით (Union Internationale de Médecine Esthétique — U.I.M.E.) 2012 წლიდან იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0