თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ქართველი ლამაზმანი, გადაღებები, თეატრი და გართობა — აი, რით დაამახსოვრდება წლევანდელი ბათუმური ზაფხული ცნობილ რუს მსახიობ სტანისლავ ბონდარენკოს.
ბონდარენკო სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა მოსკოვში მას შემდეგ, რაც „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული გახდა და თბილისში ბინა მოიგო. თუმცა აღმოჩნდა, რომ საქართველოდან წასვლა არც ისე იოლია და მსახიობი კვლავ ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში. ამჯერად აჭარას, ბათუმს ეწვია.
ჩამოსვლის პირველი მიზეზი — ეს, რაღა თქმა უნდა, თეატრია. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე სტანისლავ ბონდარენკომ სხვა ცნობილ რუს მსახიობებთან ერთად — გლაფირა ტარხანოვასა და ივან ჟიდკოვთან ერთად სპექტაკლში ითამაშა.
წარმატებული წარმოდგენის შემდეგ, „ინსტაგრამის“ მიკრობლოგში მსახიობმა დაწერა:
„ისევ დიდი მადლობა საქართველოს! დიდი მადლობა ბათუმს სპექტაკლის მიღებისთვის. და საერთოდ, მადლობა ყველას, ვინც ჩემ გვერდით იყო ამ მინიარდადეგებისას!“
მეორე მიზეზი — ეს ქართველი ლამაზმანი გახლდათ. სტანისლავისა და ქართველი გოგონას სურათებით მარტო სოციალური ქსელები კი არაა გადაჭრელებული, არამედ ქართული ტაბლოიდების ფურცლებიც: სანაპიროზე ჩახუტებული, აუზში მოცურავე, მოტოციკლით მოსეირნე ახალგაზრდა წყვილი მხიარულად ატარებს დროს.
თუმცა, აღმოჩნდა, რომ საქმე აქაც სტანისლავის პროფესიაში იყო. გოგონა დამწყები მომღერალი სალი ხმალაძეა. კარიერა რუსეთში დაიწყო სადებიუტო სიმღერით „დომინოს ეფექტი“ („Эффект домино“) და საკმაოდ თამამი კლიპი გადაიღო მსახიობ გოშა კუცენკოსთან ერთად.
თუ უფრო ღრმად ჩავეძიებით, სალი რუსეთში მცხოვრები მუსიკალური პროდიუსერის, ნინო წიკლაურის ქალიშვილია. ასე რომ, არც სცენაზე ადგილის დამკვიდრება გასჭირვებია და არც ბონდარენკოს კლიპში გადასაღებად მიწვევა. რამდენად თამამი კლიპი გამოუვა წყვილს, ამის თქმა ჯერჯერობით არ შეიძლება.
მინიარდადეგების დანარჩენი დრო რუსმა მსახიობმა საკუთარი ქართული „სამფლობელოს“ მონახულებას, „ჯემ ფესტზე“ დასწრებას, მოტოციკლით სეირნობასა და უამრავი ლამაზი და სახალისო კადრების ფირზე აღბეჭდვას მოახმარა.