მსოფლიოს უსწრაფესი პიანისტი კონცერტს საქართველოში სექტემბერში გამართავს

© FB/ Петер Бенцеპეტერ ბენცე
პეტერ ბენცე - Sputnik საქართველო
გამოწერა
2012 წლის იანვარში პეტერ ბენცე გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს მას შემდეგ, რაც მან წუთში 765 ნოტი დაუკრა.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. უნგრელი პიანისტი და კომპოზიტორი, რომელიც 2012 წელს გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს, როგორც ყველაზე სწრაფი პიანისტი, საქართველოში 17 სექტემბერს გამოვა.

მუსიკოსი თბილისურ კლუბ Buddha Bar-ში გამოვა. საღამო 21:00 საათზე დაიწყება.

პიანისტი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და არანჟირების ოსტატი პეტერ ბენცე 1991 წელს უნგრეთის ქალაქ დებრეცენში დაიბადა. ფორტეპიანოზე დაკვრა ადრეული ასაკიდან დაიწყო, თავისი პირველი კომპოზიციის წერა შვიდი წლისამ დაასრულა.

ბენცემ თავისი პირველი ალბომი Green Music 2004 წელს გამოუშვა. იმავე წელს საერთაშორისო კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა. 2010 წელს პეტერმა სწავლა ბერკლის (მასაჩუსეტის შტატი, აშშ) მუსიკალურ კოლეჯში განაგრძო. 2012 წელს ის, როგორც ყველაზე ვირტუოზი პიანისტი, გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს: მან წუთში 765 ნოტი დაუკრა.

უნგრელი ქსელში უშვებს მსოფლიო სხვადასხვა ჰიტებზე შექმნილ ქავერებს, რომლებსაც მილიონობით მნახველი ჰყავს. მის ყველაზე პოპულარულ ჩანაწერებს შორისაა მაიკლ ჯექსონის, ჯასტინ ტიმბერლეიქისა და სხვათა სიმღერების შესრულება.

ბენცე არაერთხელ დაჯილდოვდა დიდი მუსიკალური ნიჭისა და ინოვაციური იდეებისთვის. ახალგაზრდა მუსიკოსი მთელ მსოფლიოში ასობით ათას პიანისტსა და მსმენელს შთააგონებს თავისი უნიკალური ტექნიკით, ქარიზმითა და საქმის სიყვარულით.

ყველა ახალი ამბავი
0