ბაქო-თბილისის მატარებელში კონტრაბანდული ვერცხლის ზოდები აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიKievsky railway station in Moscow
Kievsky railway station in Moscow - Sputnik საქართველო
გამოწერა
მატარებლის ელექტრომექანიკოსი სახელმწიფო ბიუჯეტს 2 ათას დოლარს გადაუხდის, რაც კონტრაბანდული ვერცხლის ღირებულების ექვივალენტურია.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ბაქო-თბილისის მატარებლის ელექტრომექანიკოსის კუპეში საბაჟო გამშვებ პუნქტში “გარდაბანი”, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 3,5 კგ. არადეკლარირებული ვერცხლის ზოდები აღმოაჩინეს, ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იტყობინება. 

კუპეში ზოდები ინსტრუმენტებისთვის განკუთვნილ სათავსოში იყო მოთავსებული. კონტრაბანდული ტვირთის საბაჟო ღირებულებამ 4 ათას 467 ლარი (2ათას დოლარამდე) შეადგინა. 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, მატარებლის ელექტრომექანიკოსს გამოუწერეს კონტრაბანდის ღირებულების ოდენობის ჯარიმა.


ყველა ახალი ამბავი
0