თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. მხატვრებს რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან უმასპინძლებს თბილისში სცენოგრაფიის ბიენალეზე, რომელიც საქართველოში პირველად იმართება 25-31 ოქტომბერს.
ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, ფორუმის მიზანია სამხრეთ კავკასიისა და რუსეთის ახალგაზრდა მხატვრების ურთიერთობებისა და პროფესიული გაცნობისათვის პირობების შექმნა.
ბიენალე მოიცავს მონაწილეთა ნამუშევრების ექსპოზიციასა და ნამუშევრების განხილვას, მრგვალ მაგიდას თანამედროვე ხელოვნებისა და დადგმის საკითხებზე, შემოქმედებით დისკუსიებს, მინი პრეზენტაციებს, ვიზიტებს თბილისის ტეატრებსა და საქართველოს ისტორიულ ადგილებში.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა მხატვრებს 35 წლამდე, რომელთაც აქვთ პროფესიული განათლება და არაუმცირეს სამ წლიანი მუშაობის გამოცდილება თეატრში, კინოში, ტელევიზიასა და მულტიმედიაში.
ყოველ მხატვარს შეუძლია წარმოადგინოს ხუთამდე რეალიზებული პროექტი, რომელთა პრემიერა 2014-2016 წლებში შედგა და შეიძლება მოიცავდეს: დეკორაციის, კოსტიუმების ესკიზებს, დეკორაციის მაკეტებს, ფოტოებს სპექტაკლებიდან, კადრებს კინოფილმებიდან, შოუ-პროგრამებიდან, ინსტალაციებსა და ვიდეოინსტალაციებს, კოსტიუმებსა და თეატრალურ თოჯინებს.
თბილისში ღონისძიებები გაიმართება შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირში.
სცენოგრაფიის თბილისის ბიენალეს ორგანიზატორები არიან რუსეთის თეატრის მოღვაწეთა კავშირის სცენოგრაფიის კაბინეტი, რუსეთის ცენტრი OISTAT და ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის მოღვაწეთა ახალგაზრდული კავშირი.