ქართველი ჩოგბურთელები US Open-ს ტოვებენ

© Flickr / meridicanჩოგბურთი
ჩოგბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბასილაშვილმა და შაფათავამ ავსტრალიისა და აშშ-ს წარმომადგენლებთან წააგეს.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ნიკოლოზ ბასილაშვილმა და სოფია შაფათავამ ჩოგბურთში US Open-ის „დიდი შლემის“ სერიის მეოთხე საკვალიფიკაციო ტურნირში წააგეს. ბასილაშვილმა, რომელიც რეიტინგით 102-ე ადგილზეა ავსტრალიელ მეთიუ ბარტონთან დათმო სამ სეტში  ანგარიშით 7:6, 2:6, 6:7.

მესამე გადამწყვეტ პარტიაში ბასილაშვილმა ბრეიქი გააკეთა და ანგარიში 3: მიჰყავდა, მაგრამ ამის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ ოთხი გეიმი დათმო. მიუხედავად ამისა, ტაი-ბრეიკზე ბასილაშვილს მატჩ-ბოლი ჰქონდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა და 6:8 წააგო. 

კვალიფიკაციის სასტარტო ბარიერი ასევე ვერ გადალახა შაფათავამ. საათნახევრის მანძილზე ქართველა ჩოგბურთელმა ამერიკელ აზია მუხამადთან ორ სეტში წააგო — 4:6 და 4:6. 

 

ყველა ახალი ამბავი
0