მოსკოვის ერთ-ერთ ბანკში მძევლები აიყვანეს

© photo: Sputnik / Алексей Куденко / გადასვლა მედიაბანკშისითიბანკის განყოფილება
სითიბანკის განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცს მძევლად ჰყავს აყვანილი ბანკის ოთხი თანამშრომელი. ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა უკვე გაანთავისუფლა ერთი მძევალი.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, რომელმაც ოთხი მძევალი აიყვანა, მოსკოვის ცენტრში სითიბანკის განყოფილებაში აფეთქების მოწყობით იმუქრება, იტყობინება სააგენტო „რია ნოვოსტი“ სამართალდამცავ ორგანოებში წყაროზე დაყრდნობით. 

ერთ-ერთი მძევალი განთავისუფლებულია, იტყობინება სააგენტოს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან. 

"მას შემდეგ, რაც გამტაცებელს შუამავალი დაელაპარაკა, მძევლად აყვანილი ერთ-ერთი გოგონა განთავისუფლებულ იქნა. შუამავალმა იგი ვესტიბიულიდან ქუჩაში გამოიყვანა და სპეცსამსახურების წარმომადგენლებს გადასცა“, — იტყობინება კორესპონდენტი. 

მანამდე არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა, ოთხშაბათს საღამოს „ბოლშაია ნიკიტინსკაიას“ ქუჩაზე N15-ში მდებარე ბანკი9ს განყოფილებაში მზევლები აიყვანა — სხვადასხვა მონაცემებით 3 ან 4. 

ადგილზე სპეცრაზმი და რუსეთის შს მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი მივიდნენ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0