საქართველო თავდაცვის ექს-მინისტრი სამინისტროების შემცირების მომხრეა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთინათინ ხიდაშელი
თინათინ ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თინათინ ხიდაშელი ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატს სთავაზობს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაწილი გახდეს, ასევე გაუქმდეს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროები.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ექს-თავდაცვის მინისტრი, ოპოზიციური „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი თვლის, რომ ქვეყანაში სამინისტროების რიცხვი უნდა შემცირდეს. 

დღეისათვის ქვეყნის მთავრობის შემადგენლობაში 19 მინისტრი და პრემიერ-მინისტრია. 

”არ მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლება უკეთესად მართავს ქვეყანას, ვიდრე 7 სამინისტრო შვეიცარიას. გაზრდილი ბიუროკრატია თავისთავად ნიშნავს ძალიან დიდ ადმინისტრაციულ ხარჯებს, რომელიც იპარავს ფულს იქედან, რაც რეალურად ქვეყანას ყველაზე უფრო მეტად სჭირდება“, — უთხრა ჟურნალისტებს ხიდაშელმა. 

მისი აზრით ქვეყანას არ სჭირდება ევროინტეგრაციის სამინისტროს აპარატი და იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაწილი უნდა იყოს. გარდა ამისა იგი თვლის, რომ არც ენერგეტიკის  და გარემოს დაცვის სამინისტროები უნდა იყოს ცალკე უწყებები. 

„ენერგეტიკა ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა და თუ ქვეყანაში ეკონომიკის სამინისტრო გაქვს, მაშინ ეკონომიკის განვითარებაზე პასუხისმგებელი ეკონომიკის სამინისტრო უნდა იყოს“, —აღნიშნა ხიდაშელმა.

მანამდე ანალოგიური ინიციატივა სხვა ოპოზიციურმა პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“ გამოთქვა. პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მთავრობის რიცხოვნების შემცირების მაგალითად შვეიცარია მოიყვანა. ამ ქვეყნის მოსახლეობა ორჯერ მეტია, ხოლო ხალხი 20-ჯერ მდიდარი ვიდრე საქართველოში. ქვეყნის ხელისუფლებაში კი სულ 8 ადამიანია — პრეზიდენტი და 7 მინისტრი, აღნიშნა მან. 


ყველა ახალი ამბავი
0