30 აგვისტოს ანაკლია „ღამის სერენადებს" უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Oleg Makarov / გადასვლა მედიაბანკშილიანა ისაკაძე
ლიანა ისაკაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე და მსოფლიო კამერული ორკესტრი "ვირტუოზები" კონცერტს "აფხაზეთთან ყველაზე ახლოს" გამართავენ.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ლიანა ისაკაძის ტრადიციული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ სლოგანით "ყველაზე ახლოს აფხაზეთთან“ წელს პირველად გაიმართება ანაკლიაში 30 აგვისტოს. შესაბამისი ინიციატივით სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია გამოვიდა.

ფესტივალში მონაწილეობას იღებს მსოფლიო კამერული ორკესტრი სახელწოდებით „ვირტუოზები“.

ანაკლიის გარდა საფესტივალო კონცერტები ბათუმსა და თბილისშიც გაიმართება.

ფესტივალი „ღამის სერენადები“ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

დათო ევგენიძის კონცერტი - Sputnik საქართველო
დათო ევგენიძის კონცერტი ბათუმში: 80-იანების მუსიკა და თანამედროვე ელემენტები

„ღამის სერენადები“ სახელგანთქმული ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის ინიციატივით აფხაზეთში, ბიჭვინთაში 1982 წელს დაარსდა. თუმცა, ცნობილი მოვლენების გამო, ფესტივალი რამდენიმე წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.

2001 წელს ფესტივალი ბორჯომში აღდგა და რამდენიმე წელი იმართებოდა სხვა სახელწოდებით — „ხელოვნების ზეიმი“. 2009 წელს ფესტივალმა გონიოში გადაინაცვლა, 2013 წლიდან კი ბათუმში დაიმკვიდრა ადგილი.

სოფიო კაკაჩია

ყველა ახალი ამბავი
0