საქართველოში საერთაშორისო ბანაკი „ტოლერანტობის სათავეები - კავკასია 2016“ გაიხსნა

© FB/ Мир толерантностиსაერთაშორისო ბანაკი „ტოლერანტობის სათავეები - კავკასია 2016“გაიხსნა
საერთაშორისო ბანაკი „ტოლერანტობის სათავეები - კავკასია 2016“გაიხსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდები საქართველოდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან შეიკრიბნენ ბორჯომში, რათა სხვადასხვა ეთნოსის კულტურა და ტრადიციები შეისწავლონ.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ბორჯომის მახლობლად, დაბა აწყურში გაიხსნა მეოთხე საერთაშორისო ეროვნებათშორისი საბავშვო ბანაკი „ტოლერანტობის სათავეები — კავკასია 2016“, აცნობეს Sputnik-ს ორგანიზატორებმა. 

10 დღის განმავლობაში ბავშვები საქართველოდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, შეისწავლიან მსოფლიოს ხალხთა კულტურას, ტრადიციებს, ისტორიას, რელიგიას, სიმღერებსა და ცეკვებს. 

ბანაკში გაიმართება აზერბაიჯანული, სომხური, ქართული, ებრაული, ოსური, უკრაინული დღეები. 61 ბავშვი წარმოადგენს აზერბაიჯანულ, უკრაინულ, ოსურ, იეზიდურ, ქართულ, რუსულ, ბოშურ და სომხურ ეთნოსს. 

„ტოლერანტობის სათავეები“ საქართველოში უკვე მეოთხე წელია აქტიური საზაფხულო დასვენების დატვირთულ პროგრამასთან შეთავსების უნიკალურ საშუალებას იძლევა“, — განაცხადეს ორგანიზატორებმა. 

პირველად ბავშვები უკრაინულ ბანაკში 2002 წელს გაემგზავრნენ. 2011 წლიდან ბანაკის პროგრამა აქტიურად ამუშავდა მოლდოვაში, ხოლო 2012 წელს საქართველოში და აღიარებულ იქნა როგორც „საუკეთესო ინიციატივა, რომელიც მხარს უჭერს კულტურათაშორის კომუნიკაციას და ეთნოსთა შეკავშირებას“. 

ყველა ახალი ამბავი
0