GFK: პარტიების რეიტინგში „ქართული ოცნება“ ლიდერობს

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili"ქართული ოცნების" მომხრე
ქართული ოცნების მომხრე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოკითხული 2200 მოქალაქიდან მმართველ პარტიას უპირატესობას 35,9% ანიჭებს, ხოლო 34,2% - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ პარტიების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. რეიტინგი მსოფლიოში ერთ-ერთმა მსხვილმა კვლევითმა კომპანია GFK-მ საპარლამენტო არჩევნებამდე თვენახევრით ადრე ჩაატარა.

GFK-ს კვლევების შესახებ სიუჟეტი ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა აჩვენა.

არჩევნები - Sputnik საქართველო
NDI უარს ამბობს საქართველოში არჩევნების შედეგების პროგნოზირებაზე

პარტიების რეიტინგი შეიქმნა გამოკითხვის შედეგად, რომელიც 2-18 აგვისტოს პერიოდში პირდაპირი ინტერვიუს წესით ჩატარდა. მონაწილეობდა 2 200 ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით. გამოკითხვის ცდომილება 2,1%-ია.

რეიტინგის სათავეშია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ – 35,9%, მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 34,2%, მესამეზე — პაატა ბურჭულაძის „მოძრაობა — სახელმწიფო ხალხისთვის“ – 9,8%.

მას 5,4%-ით მოსდევს შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტული პარტია“ და 4,5%-ით ირაკლია ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“.

ქართული ოცნების ყრილობა - Sputnik საქართველო
NDI: "ქართულ ოცნებას" მოსახლეობის 17%, ხოლო "ნაცმოძრაობას" 13% უჭერს მხარს

რეიტინგში შემდეგია ირმა ინაშვილის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2,4%-ით და ნინო ბურჯანაძის „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ 2,2%-ით.

შემდეგ მოდიან: „რესპუბლიკური პარტია“ (0.7%), „პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ (0.5%), „ახალი საქართველო — გიორგი ვაშაძე“ (0.5%).

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0