საქართველოში გზას ინოვაციური მეთოდით აგებენ

© Минрегионразвития Грузии გზის მშენებლობა ინოვაციური მეთოდით
გზის მშენებლობა ინოვაციური მეთოდით - Sputnik საქართველო
გამოწერა
გზების ახალი მეთოდით მოწყობის სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია „აგეტე“ უანგაროდ ახორციელებს.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოში პირველად ტარდება გზის საფუძვლის ექსპერიმენტული მოწყობა ინოვაციური მეთოდით — სამუშაოები ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (საქართველო-სომხეთის საზღვარი) ტრასის 300-მეტრიან მონაკვეთზე დაიწყო.

© FB/საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროგზის მშენებლობა ინოვაციური მეთოდით
გზის მშენებლობა ინოვაციური მეთოდით - Sputnik საქართველო
გზის მშენებლობა ინოვაციური მეთოდით

ახალი მეთოდით გზის საფუძვლის მოწყობა ერთ კვადრატულ მეტრზე 5-6 აშშ დოლარი ჯდება, რაც თითქმის ორჯერ იაფია კლასიკურ მეთოდთან შედარებით. აღნიშნულ მეთოდს აქტიურად იყენებენ ევროპაში. მეთოდი უკვე აპრობირებულია აზერბაიჯანშიც. გზის ექსპერიმენტული მეთოდით მოწყობის სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია „აგეტე“ უსასყიდლოდ ახორციელებს.

© FB/საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროგზის მშენებლობა ინოვაციური მეთოდით
გზის მშენებლობა ინოვაციური მეთოდით - Sputnik საქართველო
გზის მშენებლობა ინოვაციური მეთოდით

გარდა იმისა, რომ ინოვაციური მეთოდი გზის სწრაფად და იაფად რეაბილიტაციის საშუალებას იძლევა, ამ ფორმით მოწყობილი გზის საფუძველი უფრო მდგრადი და მყარია.

© FB/საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროგზის მშენებლობა ინოვაციური მეთოდით
გზის მშენებლობა ინოვაციური მეთოდით - Sputnik საქართველო
გზის მშენებლობა ინოვაციური მეთოდით

„სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩატარდება სპეციალური ექსპერტიზა და, სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისი დანერგვა აქტიურად დაიწყება“, — განაცხადეს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში.

ყველა ახალი ამბავი
0