თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ბრიუსელში ავტობუსის მგზავრებს თავს დაესხა ქალბატონი დანით, პოლიციამ მას ესროლა და დააკავა, ინციდენტი სავარაუდოდ არ არის დაკავშირებული ტერორიზმთან, იტყობინება სააგენტო „რია ნოვოსტი“ ბრიუსელის პროკურატურის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით. მისი თქმით, ინციდენტი მოხდა ავტობუსში უკლის კომუნაში, სავაჭრო ცენტრის პირდაპირ.
„ქალბატონი დანით ხელში თავს დაესხა სამ ადამიანს. ერთ-ერთი მათგანი მსუბუქად დაშავდა. ორი მძიმედ და ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი. ქალის ნეიტრალიზება მოხერხდა — პოლიციამ მას ორჯერ ესროლა, იგი საავადმყოფოშია. ამ დროისათვის არც ერთი მათგანი არ არის კრიტიკულ მდგომარეობაში“, — თქვა პროკურატურის წარმომადგენელმა.
მომხდარი ფაქტის ტერორიზმთან შესაძლო კავშირზე მან განაცხადა, რომ —„არაფერი არ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ინციდენტი ტერორიზმთან კავშირშია“.
„შესაძლოა ის არც ისე კარგად გრძნობდა თავს, შესაძლოა მას რაიმე პრობლემები აქვს. მაგრამ ამ დროისათვის ის საავადმყოფოშია და მას მკურნალობენ. ზუსტად იმის თქმა, რა მდგომარეობაში იყო, ვინ არის ის და ა.შ. არ შეიძლება. თავდაპირველად აუცილებელია მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა“, — განუცხადა სააგენტოს წყარომ.