ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე ვალუტის შესყიდვა დაიწყო

გამოწერა
ლარის კურსი დოლართან მიმართებით ერთი კვირის მანძილზე 3%-ით გამყარდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კვლავ დაიწყო ბაზარზე ვალუტის შესყიდვა.

თბილისი. 22 აგვისტო — Sputnik. ორშაბათს შემდგარ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი შეიძინა და ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა დოლართან 2,2802 GEL/$1 შეადგინა. 

ლარის კურსი - Sputnik საქართველო
ლარის კურსი

მარტის დასაწყისიდან ივნისის დასაწყისამდე, როცა ლარის კურსმა მკვეთრი გამყარება დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა 12 აუქციონზე დაახლოებით 300 მილიონი დოლარი იყიდა. შედეგად, ზაფხულის დასაწყისში ლარის კურსი დასტაბილურდა, შემდეგ კი ლარმა დაცემა დაიწყო. თუმცა ბოლო კვირის მანძილზე ეროვნული ვალუტის კურსი კვლავ გაიზარდა თითქმის 3%-ით. 

სამშაბათს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური კურსია დოლართან 2,2788 GEL/$1, რაც 0,0026 ლარით მაღალია ორშაბათის კურსზე. 

 

ყველა ახალი ამბავი
0