BBC საქართველოზე ოთხ დოკუმენტურ ფილმს უჩვენებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliჟინვალის წყლსაცავი
ჟინვალის წყლსაცავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანული გადამღები ჯგუფი დოკუმენტურ ფილმებს იღებს საქართველოზე, რათა მოუთხროს ევროპის მცხოვრებთ ქვეყნის ისტორიასა და კულტურაზე.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ტელეკომპანია BBC საქართველოს შესახებ 4 ფილმს აჩვენებს. დოკუმენტური ფილმების გადასაღებად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს კომპანია „Edenwood Productions“ გადამღები ჯგუფი ეწვია. ტურში მონაწილეობას იღებენ მთავარი პროდიუსერი Lydia Conway და დამხმარე ასისტენტი Benjamin Arnott. 

გადამღები ჯგუფის მონაწილეებმა 2 კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეები მოინახულეს. ჯგუფის წევრებმა გადაიღეს თბილისი, მცხეთა,უფლისციხე ბორჯომი, რაბათი, ვარძია, წყალტუბო, აჭარა, სვანეთი, ზუგდიდი, მარტვილი, ქუთაისი, გორი, კახეთი, ანანური და ყაზბეგი, იტყობინება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

„მე წავიკითხე წიგნი "ალი და ნინო“ და მივხვდი, რომ საქართველოზე და კავკასიაზე არაფერი ვიცი. მე დავიწყე ამ რეგიონის კვლევა და აღმოვაჩინე, რომ თქვენს ქვეყანას დიდი ისტორია და ტურისტული პოტენციალი აქვს. ევროპაში ბევრმა ადამიანმა არ იცის საქართველოს შესახებ, ამიტომ მე მოვამზადებ დოკუმენტურ ფილმს. ვცდილობ მოვძებნო ისეთი კუთხე, რომლითაც შევძლებ ბრიტანელებს საქართველოს ღირსშესანიშნაობები გავაცნო“, — თქვა პროდიუსერმა ლიდია კონვეიმ. 

თითო ფილმი 1 საათიანი იქნება და საქართველოს კულტურას, ისტორიას, რელიგიას და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს მიეძღვნება. ტელეკომპანია BBC-ის ეთერში გასვლის შემდეგ დოკუმენტური ფილმების ნახვა BBC-ის და გავლენიანი გამოცემა The Telegraph-ის გვერდებზე იქნება შესაძლებელი.


ყველა ახალი ამბავი
0