ამინდი საქართველოში: მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები

© Flickr / petrOllyზაფხულის წვიმა
ზაფხულის წვიმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთელ ქვეყანაში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ამ კვირაში ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი.

23 აგვისტო

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 20-25, ხოლო დღისით — 33-38 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 11-16, ხოლო დღისით — 28-33 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 17-22, ხოლო დღისით — 31-36 გრადუსი; მაღალ მთაში — 8-13, დღისით — 24-29.

თბილისში ღამით იქნება 19, ხოლო დღისით — 35 გრადუსი.

24 აგვისტო

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთში, მათ შორის თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ქარის სიჩქარე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე წამში 10-15 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება19-24, ხოლო დღისით — 30-35 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 10-15, ხოლო დღისით — 28-33 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 17-22, ხოლო დღისით — 31-36 გრადუსი; მაღალ მთაში — 9-14, დღისით — 23-28.

თბილისში ღამით იქნება 20, ხოლო დღისით — 35 გრადუსი.

25 აგვისტო

მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება19-24, ხოლო დღისით — 29-34 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 11-16, ხოლო დღისით — 26-31 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 17-22, ხოლო დღისით — 30-35 გრადუსი; მაღალ მთაში — 10-15, დღისით — 22-27.

 

ყველა ახალი ამბავი
0