გვირგვინი ქართველი ლამაზმანისთვის — Miss Union Baku-2016

გამოწერა
აზერბაიჯანში წელს პირველად ჩატარდა სილამაზის კონკურსი Miss Union Baku-2016, ანუ „მის ხალხთა მეგობრობა“. იხილეთ კონკურსის ფინალის ამსახველი ვიდეო Sputnik-ისგან.

სილამაზის საერთაშორისო საქველმოქმედო კონკურსის Miss Union Baku-2016-ის გამარჯვებული ქართველი მონაწილე მაია ამაშუკელი გახდა. როგორც მან განაცხადა, მთელ სახსრებს ონკოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას მოახმარს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

პროექტის გენერალურმა დირექტორმა გულნარა მუჰამედოვამ „სპუტნიკს“ განუცხადა:

„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დსთ-ისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მონაწილეები ბაქოში საკუთარი ხარჯებით ჩამოფრინდნენ არა სანუკვარი გვირგვინის მისაღებად, არამედ პრიზის მოსაგებად, რომელსაც ონკოდაავადებულების სამკურნალოდ დახარჯავენ“.

ფინალის კონკურსში მონაწილეობდნენ ბელორუსის, საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ლატვიის, ლიტვის, მოლდოვის, რუსეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, უკრაინის, ესტონეთისა და ასევე მასპინძელი აზერბაიჯანის წარმომადგენლები.

მაია ამაშუკელი - Sputnik საქართველო
მაია ამაშუკელი ბაქოს სილამაზის კონკურსში

საფინალო საღამოზე კონკურსანტებმა წარმოადგინეს შოუ-პროგრამა, ინტელექტუალური კონკურსი და თემატური დეფილე.

კონკურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა დიპლომი და საჩუქარი.

პირველ სამეულში კი შევიდნენ აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები.

აღელვებულმა მაია ამაშუკელმა Sputnik-ს განუცხადა, რომ ასეთ შედეგს არ ელოდა.

„აქ შეკრებილი გოგონებიდან ყველა იმსახურებდა გამარჯვებას. აზერბაიჯანში ჩვენ კეთილმა გულებმა ჩამოგვიყვანა“, — აღნიშნა გამარჯვებულმა.

ყველა ახალი ამბავი
0