ბაქოს სილამაზის კონკურსზე ქართველმა გაიმარჯვა

© photo : Руслан Мамедовმაია ამაშუკელი, ქართველი ლამაზმანი
მაია ამაშუკელი, ქართველი ლამაზმანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქველმოქმედო სილამაზის კონკურსი Miss Union 2016 ბაქოში გაიმართა. სანუკვარი გვირგვინი ქართველ ლამაზმანს ერგო.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. დსთ-ისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების სილამაზის საერთაშორისო კონკურსის Miss Union Baku — 2016 გამარჯვებული ქართველი მაია ამაშუკელი გახდა.
Miss Union Baku – 2016-ის ფინალი 20 აგვისტოს გაიმართა.

მაია ამაშუკელი - Sputnik საქართველო
მაია ამაშუკელი ბაქოს სილამაზის კონკურსში

ფინალურ ღონისძიებაში საქართველოს წარმომადგენლის კონკურენტები იყვნენ ლამაზმანები ყაზახეთიდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, ესტონეთიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.

პირველი ვიცე-მისი 22 წლის აზერბაიჯანელი ლიამან ახმედოვა გახდა.

© © Sputnik/ Murad Orujovლიამან ახმედოვა - აზერბაიჯანელი მონაწილე
ლიამან ახმედოვა - აზერბაიჯანელი მონაწილე - Sputnik საქართველო
ლიამან ახმედოვა - აზერბაიჯანელი მონაწილე

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა წარმოადგინეს ქვეყნის შემოქმედებითი მხარე (ყველა მონაწილეს ეროვნული კულტურა უნდა წარმოედგინა ხელოვნების ნებისმიერ ჟანრში), სპორტული შოუ, ინტელექტუალური კონკურსი და თემატური დეფილე.

კონკურსის ორგანიზატორები არა მხოლოდ სილამაზის პროპაგანდას ეწეოდნენ, არამედ ამ ღონისძიებას სიმსივნური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის დანიშნულებაც მიანიჭეს: ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის 30% კიბოთი დაავადებულების მკურნალობას მოხმარდება.

მაია ამაშუკელი 23 წლის თბილისელი გოგონაა. ის უკვე მონაწილეობდა სილამაზის სხვადასხვა კონკურსში. კონკურსში „მის საქართველო 2015“ მან გაიმარჯვა ნომინაციაში „მის მეგობრობა“, ხოლო კონკურსში World Miss University 2015 — ნომინაციაში „მის ფოტოგენურობა“.

© © Sputnik/ Murad Orujovმაია ამაშუკელი ბაქოს სილამაზის კონკურსზე
მაია ამაშუკელი ბაქოს სილამაზის კონკურსზე - Sputnik საქართველო
მაია ამაშუკელი ბაქოს სილამაზის კონკურსზე

კონკურსის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია, რომ კითხვაზე, როგორ გადაარჩენს სილამაზე მსოფლიოს, მაიამ უპასუხა: „ლამაზ სხეულში ლამაზი სულია. ლამაზი და კეთილი სული კი სიყვარულს ასხივებს. მე სიყვარულს ვჩუქნი მთელ მსოფლიოს“.

ყველა ახალი ამბავი
0