თვითმკვლელი, რომელმაც თურქეთში ქორწილი ააფეთქა, 14 წლამდე ასაკის იყო

© photo: Sputnik / Ömer Faruk Baranტერაქტი თურქეთში
ტერაქტი თურქეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში ან თვითონ თვითმკვლელმა, ან სხვა პირმა მოიყვანა, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ტერაქტის შედეგად ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 51 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით ადამიანი დაშავდა.

თბილისი, 21 აგვისტო— Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა ტაიპ ერდოღანმა კვირას განაცხადა, რომ ქ. გაზიანთეფში მომხდარი აფეთქების ავტორი თვითმკვლელი 12-დან 14 წლამდე ასაკის იყო, სააგენტო ფრანს პრესზე დაყრდნობით იუწყება РИА Новости.

„აფეთქება 12-დან 14 წლამდე ასაკის თვითმკვლელმა მოაწყო,  ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში ან თვითონ თვითმკვლელმა, ან სხვა პირმა მოიყვანა“,-ციტირებს ერდოღანის სიტყვებს სააგენტო. პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ წინასწარი მონაცემებით, აფეთქების უკან ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოა".

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ აფეთქების შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა, 69 დაშავდა, მათგან 17 მძიმე მდგომარეობაში რჩება. პრეზიდენტის სიტყვებით, დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ადრე იუწყებოდნენ 50 დაღუპულისა და 94 დაშავებულის  შესახებ.

პოლიციის კორდონი აფეთქების ადგილას თურქეთში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთს თავისი სამძიმარი გამოუცხადა

თავდასხმა საქორწილო ზეიმისას მოხდა. იერლიკაიას პროვინციის გუბერნატორმა მომხდარი ფაქტი ტერაქტად შეაფასა. ერდოღანმა კვირას განაცხადა, რომ სავარაუდოდ, აფეთქებაზე ისლამის სახელმწიფოა პასუხისმგებელი.

თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ერთერთი დეპუტატის Twitter-ში გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით სააგენტო ასევე იუწყებოდა, რომ ამ თავდასხმის უკან შესაძლოა ისლამური სახელმწიფო დგას. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია.


ყველა ახალი ამბავი
0