საგარეო უწყება თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებს ურჩევენ თავი შეიკავონ მასობრივი თავშეყრისა და ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან.

თბილისი, 21 აგვისტო— Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქ. გაზიანთეფში მომხდარი აფეთქების გამო და მოუწოდებს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილე გამოიჩინონ, ნათქვამია სს სამინისტროს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტისას დაღუპულთა რიცხვმა 50-ს მიაღწია. თავდასხმა საქორწილო ზეიმისას მოხდა. იერლიკაიას პროვინციის გუბერნატორმა მომხდარი ფაქტი ტერაქტად შეაფასა.

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მომხდარის თაობაზე მუდმივი კავშირი აქვს ადგილობრივ სამართალდამცავებთან და აუცილებლობის შემთხვევაში გააკეთებს დამატებით განცხადებას.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს თავი შეიკავონ მასობრივი თავშეყრისა და ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან“,-აღნიშნულია სს სამინისტროს განცხადებაში.

სასწრაფო დახმარების მანქანა, თურქეთი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
თურქეთის სამხრეთით ქორწილში აფეთქება მოხდა

საგარეო-პოლიტიკური უწყება საჭიროების შემთხვევაში სთხოვს დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოსა და საქართველოს გენერალურ საკონსულოებს ცხელი ხაზის ნომრებზე: +90 533 690 30 40 (ანკარა), +90 541 326 22 26 (ტრაპიზონი), +90 541 818 44 00 (სტამბოლი).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50 — სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე, (+995) 577 98 40 20 — 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში.

ყველა ახალი ამბავი
0