ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროები 1 ოტომბერს მისცემენ ხმას

© сайт министерства обороны Грузииქართველი ჯარისკაცები ავღანეთში
ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშვიდობო მისიის მონაწილეები ბაგრამის ავიაბაზასა და მარმალის ბაზაზე შეძლებენ ხმის მიცემას.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ავღანეთის სამშვიდობო მისიის მონაწილე ქართველი სამხედროები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას საქართველოს სხვა მოქალაქეებზე ადრე, 1 ოქტომბერს შეძლებენ.

ავღანეთში ორი საარჩევნო უბანი გაიხსნება: ბაგრამის ავიაბაზასა და მარმალის ბაზაზე (მაზარი-შარიფი), ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„განკარგულების თანახმად, ავღანეთში შეიქმნება 2 საარჩევნო უბანი: ბაგრამის და მაზარი-შარიფის საარჩევნო უბნები. კენჭისყრა გაიმართება 2016 წლის 1 ოქტომბერს, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე ადგილობრივი დროით. გადასატანი საარჩევნო ყუთი უბანში შეიძლება დაბრუნდეს საღამოს 8 საათის შემდეგ. 1 ოქტომბერს ფორს-მაჟორული გარემოებების შესაძლო მოვლენების დადგომის შემთხვევაში, კენჭისყრა შეიძლება გაიმართოს გარემოებების აღმოფხვრიდან მომდევნო დღეს, მაგრამ არაუგვიანეს 4 ოქტომბრისა", წერია განცხადებაში.

სამშვიდობო მისიის მონაწილეები მხოლოდ პარტიებისთვის ხმის მიცემას შეძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0