ვალტერ ჰოფერი: ბაკურიანში 3-5 წელიწადში საერთაშორისო შეჯიბრებები გაიმართება

© FB/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროვალტერ ჰოფერი
ვალტერ ჰოფერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ სათხილამური სპორტის ბაკურიანელი ლეგენდა კობა წაქაძე გაიცნო, რომელსაც ხტომის უნიკალური სტილისთვის „მფრინავი ტორპედო“ შეარქვეს.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ბაკურიანში სათხილამური ტრამპლინის რეკონსტრუქცია ჩატარდება, რის შემდეგაც ის ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი გახდება, ნათქვამია ეკნომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

ტერიტორია უკვე დაათვალიერა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ტრამპლინზე ხტომისა და ორჭიდის მიმართულების აღმასრულებელმა დირექტორმა ვალტერ ჰოფერმა და ეკონომიკის მინისტრ  დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად განიხილა პროექტი.

„მოხარული ვარ, რომ ბაკურიანის დათვალიერების შესაძლებლობა მომეცა. ბაკურიანი ის სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც კარგადაა ცნობილი თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომის მოყვარულთათვის მთელს მსოფლიოში… ჩვენ დავათვალიერეთ არსებული ტრამპლინი, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ვესაუბრებით მთავრობას მისი განახლება-რეკონსტრუქციის აუცილებლობაზე“, — აღნიშნა ჰოფერმა.

მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სათხილამური სპორტის ბაკურიანელი ლეგენდა კობა წაქაძე გაიცნო, რომელსაც ხტომის უნიკალური სტილისთვის „მფრინავი ტორპედო“ შეარქვეს.

ვალტერ ჰოფერი დარწმუნებულია, რომ უკვე 3-5 წლის საშუალოვადიან პერიოდში ბაკურიანში საერთაშორისო შეჯიბრებები გაიმართება ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომაში.

ყველა ახალი ამბავი
0