თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მამიაშვილი აცხადებს, რომ მოჭიდავე ინა ტრაჟუკოვამ, რომელმაც პოლონელ მონიკა მიხალიკთან ოლიმპიადის ბრინჯაოსთვის ბრძოლა დათმო, „რუსეთი გაყიდა“.
„ტრაჟუკოვას სახლშივე უნდა ეთქვა: „გაგყიდით ყველაზე საჭირო მომენტში“. ასეც მოხდა“, — თქვა მამიაშვილმა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მარცხის შემდეგ, ინა ტრაჟუკოვამ განაცხადა, რომ მიხეილ მამიაშვილმა მის მიმართ უხეშობა გამოიჩინა და მოწმეების თანდასწრებით ორჯერ გაარტყა სახეში.