თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ჰამადანის ავიაბაზა რუსეთის თვითმფრინავებს სირიის მთავრობის თხოვნით ღებულობს, განაცხადა ირანის თავდაცვის მინისტრმა ჰოსეინ დეჰგანმა.
„რუსეთის თვითმფრინავების მიღება ჰამადანის ავიაბაზაზე სირიის მთავრობის თხოვნით, ტერორისტებთან ბრძოლაში თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება“, — ციტირებს დეჰგანის განცხადებას სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „თასნიმზე“ დაყრდნობით.
სამშაბათს რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა ირანის აეროდრომი ჰამადანში „ისლამურ სახელმწიფოსა“ და „ჯებჰათ ან-ნუსრაზე“ შეტევის განსახორციელებლად გამოიყენეს. მანამდე რუსეთი დარტყმების განსახორციელებლად ჰმეიმის (სირია) აეროდრომს იყენებდა.