თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მხატვრულ ტანვარჯიშში ინდივიდუალურ ჩათვლებში ფინალური შეხვედრა სალომე ფაჟავას გარეშე ჩაივლის.
ქართველ ტანმოვარჯიშეს წარსულში მიღებულმა სერიზულმა ტრავმამ შეახსენა თავი და ამიტომაც ვერ შეძლო მისთვის ჩვეული უმაღლესი დონის ვარჯიშის ჩვენება. შედეგად, სალომე უძლიერესთა ათეულში ვერ მოხვდა.
ოთხ ვარჯიშში სალომე ფაჟავამ 69.116 ქულა მოაგროვა და 26 მონაწილეს შორის მე-14 ადგილი დაიკავა.
კვალიფიკაციაში გამარჯვება რუს მარგარიტა მამუნს ხვდა წილად, რომელმაც 74.383 ქულა აიღო. ფინალში მოხვდა კიდევ ერთი რუსი ტანმოვარჯიშე, იანა კუდრიავცევა, რომელიც ოქროსთვის იბრძოლებს.