თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ფალავანს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს (-57 კგ) რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადაზე გამარჯვება მიულოცა.
„ვულოცავ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს და მთელ საქართველოს მეორე ოქროს!“ — დაწერა პრეზიდენტმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
25 წლის ქართველი სპორტსმენი ფინალში იაპონელ რეი ჰიგუჩის შეხვდა და ანგარიშით 4:3 დაამარცხა.
ახლა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოა და საერთო გუნდურ ჩათვლაში 30-ე ადგილზეა.
პირველი ოქრო საქართველოს შტანგისტმა ლაშა ტალახაძემ მოუტანა, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი +105 წონით კატეგორიაში გახდა.